სოფელ მახოდან გონიოს ხიდამდე ახალი 6 კილომეტრიანი მაგისტრალის გაყვანა დაიწყო. ამ ეტაპზე ჭოროხისპირის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს. საერთო ჯამში კი პროექტი, რომელიც გონიოდან მაღალმთიან აჭარასთან დამაკაშირებელი გზის გაყვანას გულისხმობს, 8 მილიონი ლარის ღირებულებისაა. გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.