ფაროსანა ბათუმის 7 საბავშვო ბაღში

13 ოქტომბერი 2017, 00:00 5741 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსის ინფორმაციით, 7 საბავშვო ბაღში აზიური ფაროსანა დააფიქსირეს. უწყების წარმომადგენლებმა  სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ორშაბათიდან სამი დღის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში საჭირო პროცედურები ჩატარდება. სწავლა კი 19 ოქტომბერს განახლდება.

ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ შაბათსა და კვირას  ყველა ბაღის ეზოს სპეციალური სითხით შეწამლავენ. პატარების უსაფრთხოების მიზნით კი, მომდევნო სამი დღის განმავლობაში ოთახების კაპიტალური დასუფთავება იგეგმება.

„წამლობითი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ბავშვების უსაფრთხოებით მიზნით აუცილებელია ორშაბათსა და  სამშაბათს ოთახები დაკეტილი იყოს. ოთხშაბათს კი გენერალური დასუფთავება ჩატარდება. შეიწამლება საბავშო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები ასევე შენობებიც სპეციალური სითხით დამუშავდება“ - განაცხადა ნატალია ზაქარეიშვილმა.

აზიური ფაროსანას გამო რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი შეწყდა 23-ე საბავშვო ბაღში.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი