სექსუალური  ძალადობა  მცირეწლოვანზე?!

14 ოქტომბერი 2017, 00:00 15922 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთ უბანში 60 წლის კაცს 8 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. ოჯახი, რომელმაც პოლიციას ერთი წლის წინ მიმართა, გამოძიების პროცესის გაჭიანურებასა და არაეფექტიანობაზე საუბრობს.

ბავშვი სოციალური სააგენტოს პროგრამაშია ჩართული, მასთან ფსიქოლოგებმა იმუშავეს. კაცი, რომელსაც გარყვნილი ქმედების ჩადენაში სდებენ ბრალს, ბავშვთან შეხებას, “მოფერებას” არ უარყოფს, თუმცა ფაქტს დანაშაულად არ მიიჩნევს. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი