სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ აჭარაში მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გადმონაცვლება შეწყდება, როგორც სანაპირო ასევე მთიან რაიონებში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღისით 20- 22 გრადუსი დაფიქსირდება.
რეგიონში უნალექო და თბილი ამინდი 14 ოქტომბერსაც შენარჩუნდება.