"ყველა დამრღვევი მძღოლის იდენტიფიცირება მოხდება" - უკონტაქტო ჯარიმების ახალი წესი

09 ოქტომბერი 2017, 00:00 4622 ნახვა

 შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა,  ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა,  სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა  - ეს იმ საგზაო დარღვევების ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოში ე.წ. "ჭკვიანი კამერა" დააფიქსირებს და მძღოლის იდენტიფიკაციას მოახდენს. 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 3000-მდე ასეთი კამერა მონტაჟდება.  

ახალი პროგრამა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლს ჯარიმას ავტომატურად გამოუწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ აისახება.

კამერების ჩართვასთან ერთად ამოქმედდება დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმების ამოღების წესიც. 

ახალი წესებით, დამრღვევ მძღოლს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება. თუ მძღოლი, სმს-ის მიღებიდან 10 დღეში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ფოსტის გაეგზავნება. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას police.ge-ზე გაასაჯაროებს. საიტზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 დღეში შემდეგაც დაჯარიმებული არ გადაიხდის თანხას, მას დაერიცხება საურავი, შემდეგ კი ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ვიდეო და ფოტოფირებზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი