[ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა]
ბათუმის მერიას 2017 წელს ქალაქში 10 ელექტრო და 25 დიზელზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები უნდა შეესყიდა, ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტის 2017 გეგმაში 10 მილიონი ლარია განსაზღვრული, თუმცა ამ დრომდე ავტობუსების შესყიდვაზე მერიას ტენდერიც არ გამოუცხადებია.
ბათუმის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ ვანაძე ამბობს, რომ დრო გრანტის აღების გამო გაიწელა. "საქართველოს მთავრობის ინიციატივა იყო, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს არა მარტო სესხი აეღო ქალაქში ახალი ავტობუსების შესაძენად, არამედ მერიას ნაწილობრივ თანხები გრანტის სახით მოეძია. ამან პროცესი გააჭიანურა. საუბარი ავტობუსის შესყიდვაზე ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, მაგრამ ვერ მოესწრო. 2017 წელს კი ავიღეთ სესხი 5 მილიონ 500 ათასი ევრო და "აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდისგან" მილიონ ნახევარი ევრო გრანტი. პროცესი ივნისში დასრულდა და ამიტომ ტენდერების ვეღარ გამოვაცხადეთ. დრო 2017 წლის ბოლომდე გვაქვს ტენდერებისთვის" - ამბობს არჩილ ვანაძე.
ბათუმის ავტოტრანსპორტში პარკი ბოლოს 2012 წელს განახლდა.
ანალოგიური პროექტი თბილისშიც განხორციელდა, თბილისის ავტობუსების პროექტში 12 მილიონი ლარი დაიხარჯა და ავტობუსები ქსელში უკვე ჩაეშვა.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში , ბათუმის ავტობუსების პროექტისთვის 7 მილიონ ლარია დამატებით გათვალისწინებული.