დაბა შუახევისა და ხიჭაურის მოსახლეობას მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნის. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლები საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, ბავშვთა ბაღისა და სკოლის ეზოებში ჩერდებიან, პრობლემა ცნობილია ადგილობრივი თვითართველობისტვის.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მაწანწალა ცხოველების პროგრამაში გათვალისწინებული თანხა ამოიწურა. ედნარ შარაშიძე პრობლემის მოგვარებას ბიუჯეტში კორექტირების შემდეგ აპირებს. წელს მაწანწალა ცხოველების გადაყვანისთვის გამოყოფილი 10 ათასი ლარით მუნიციპალიტეტიდან ძაღლები ბათუმში მაწანწალა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.