სოფელ გუნდაურში, ტბეთში, ჭვანასა და ოლადაურში აჭარის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა დამეწყრილი 8 ოჯახი შეისწავლეს. დასკვნა დაახლოებით 10 დღეში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.
გეოლოგებმა, ასევე შეისწავლეს სოფელ კობალთაში ცენტრალურ გზასთან ახლოს, გაზაფხულზე განვითარებული მეწყრული კერაც.