გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთში

05 ოქტომბერი 2017, 00:00 2745 ნახვა

ქობულეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დარჩენილია 5 მიმართულება სადაც სახლებთან მისასვლელი შიდა სასოფლო გზაა ჩახერგილი. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის გაწმენდით სამუშაოებს  15 ერთეული ტექნიკა ახორციელებს და დამეწყრილი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, სამუშაოები სრულად ხვალ დასრულდება.

რაც შეეხება  საცხოვრებლების შესწავლას,  დღეს გეოლოგების ორი ჯგუფი მუშაობს, მათი ინფორმაციით, დარჩენილი 80 მდე სახლის შესწავლა ხვალ  დასრულდება, საბოლოო დასკვნები კი მომავალი კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. წყალმომარაგება ისევ შეზღუდული აქვს ხუცუბნის 200 და ბუკნარის 240 აბონენტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი