დღეიდან, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე კვირის განმავლობაში- სანაპირო კურორტებზე +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობში +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთის ბარში კი +22, +26 გრადუსი იქნება.
გასულ დღეებში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავლენით, ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოიდარებს, ღამის საათებში მომდევნო 2 დღის მანძილზე ანტიციკლონური მდგომარეობის გავლენით შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში დაფიქსირდება ყინვა. დღისით კი ჰაერის ტემპერატურა მზის ხარჯზე მოიმატებს.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურის საგრძნობი მომატება უქმე დღეებშია მოსალოდნელი.