საუდის არაბეთის განათლების მინისტრის განკარგულება

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2441 ნახვა

საუდის არაბეთის განათლების მინისტრმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან სტუდენტ გოგონებს უფლებას მისცემენ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონით ისარგებლონ. მან მოუწოდა უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ხელმძღვანელებს არ შეუშალონ ხელი გოგონებს მობილურის გამოყენების შემთხვევაში.

განათლების მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც რამდენიმე გოგონას მშობელმა სამინისტროს საჩივრით მიმართა. მშობლები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტების უსაფრთხოების თანამშრომლები გოგონებს განსაკუთრებით აკონტროლებდნენ, შემდეგ კი მათ ტელეფონებს ართმევდნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი