ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხულოს მერობის კანდიდატი ხულოში სოფელ ქედლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ყველაზე მეტად წყლის პრობლემა აწუხებთ.
ირაკლი ჯორბენაძე ხულოს გამგეობას პრობლემის დროულად მოგვარებისაკენ მოუწოდებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ პრობლემას იცნობენ და უახლოეს დღეებში გეოლოგები მიზეზებს შეისწავლიან.