მასწავლებელთა კვირეული

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2404 ნახვა

მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში განათლების სამინისტრო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგებს აჯილდოვებს. დღეს უწყების წარმომადგენლები 94 წლის ციცინო სიხარულიძეს ეწვივნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქედაში ჯერ გოგიაშვილებში შემდეგ კი სოფელ დანდალოში მუშაობდა. იყო სკოლის დირექტორიც. არის აჭარის დამსახურებული მასწავლებელი, დაჯილდოვებულია სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით. იგი პედაგოგად 42 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში