ქობულეთში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. სოფელ ქობულეთსა და სოფელ ალამბარში 15-მდე ოჯახი ჩახერგილი გზის გამო სამყაროსაა მოწყვეტილი. 8 ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს. გეოლოგების წინასწარი ვარაუდით 2-ის განსახლება საჭირო გახდება.
ამ დროისთვის სპეციალურმა ჯგუფებმა 136 შეტყობინება ადგილზე გადაამოწმეს, საბოლოო დასკვნები ჯერ ცნობილი არ არის. წინასწარი ვარაუდით, დაზარალებულთა ნაწილს ფერდსამაგრი კედლების მოწყობა დასჭირდება. დამეწყრილი ტერიტორიების გასაწმენდად დღის განმავლობაში 19 ერთეული ტექნიკა იმუშავებს.