ქედაში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ''შემოდგომა ქედაში'' აღსანიშნავად ემზადებიან

01 ოქტომბერი 2017, 00:00 2853 ნახვა

ქედაში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის "შემოდგომა ქედაში" აღსანიშნავად ემზადებიან. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის სპეციალური კუთხე მოეწყობა, სადაც თითოეული თემისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული კერძები იქნება წარმოდგენილი.

დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლებისა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.სახალხო დღესასწაულზე მუნიციპალიტეტს 40-მდე საპატიო სტუმარი ეწვევა. ღონისძიებისთვის ტენდერი 9 ათას 984 ლარზეა გამოცხადებული. დღესასწაულის ძირითადი ლოკაცია გამარჯვების პარკი იქნება " შემოდგომა ქედაში" 1994 წლიდან, ყოველწლიურად,  ოქტომბრის თვეში აღინიშნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი