ხუთი მუშა დაშავდა მშენებარე კორპუსში სამუშაოების შესრულების დროს. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები . შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც კომპანია „კომპანია „ალიანსპალასის“ მრავალსართულიან მშენებარე კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.