ოპოზიციის ბრალდება

29 სექტემბერი 2017, 00:00 3902 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხულოს გამგეობას წინასაარჩევნოდ რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.  ირაკლი ჯორბენაძემ ბრიფინგზე ფოტოები წარმოადგინა, რომლებშიც მისი თქმით, გამგეობის თანამშრომლები მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობენ.

ოპოზიციამ გოჩა მელაძის ფოტოებიც წარმოადგინა, რომელშიც მერობის კანდიდატი გზის მოასფალტებით სამუშაოებს თავად ასრულებს. ბრალდებებს ბესიკ ბაუჩაძე უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს რომ აღნიშნული ფოტოები არასამუშაო საათებშია გადაღებული. მერობის კანდიდატი კი აღნიშნავს, რომ გზის რეაბილიტაციის სამუშაოებში მოსახლეობის დასახმარებლად ჩაერთო და პოლიტიკური გათვლა არ ჰქონია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი