‘’მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება

29 სექტემბერი 2017, 00:00 2482 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი დღეს გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ თბილისში, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი.

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე. 

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, დემეტრიო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი. 

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

„მსოფლიოს XI” .

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა.

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო. 

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტო, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო.  

ამავე კატეგორიაში