44 გამოძახება მეწყრული კერებიდან

28 სექტემბერი 2017, 00:00 3092 ნახვა

ქობულეთი, ძლიერი წვიმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის 6 სოფელში მეწყერი გზებსა და საცოხვრებელ სახლებთან ჩამოწვა - გამგეობაში შეტყობინებების რაოდენობა მთელი დღის განმავლობაში იზრდებოდა. სამმა ოჯახმა დროებით ნათესავებს შეაფარა თავი. ადიდებულმა მდინარემ წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, ჩახერგილია კიდევ ერთი ხიდი ლეღვაში.

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ქობულეთის რამდენიმე სოფელში 6 ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა 4 დღის წინაც გახდა საჭირო, ისინი ამ დრომდე ნათესავებთან ცხოვრობენ. მთელი დღეა წმენდენ სოფლებამდე მისასვლელ გზებს. ღამის და დილის საათებში სინოპტიკოსები ქობულეთში კვლავ წვიმას პროგნოზირებენ.

ამავე კატეგორიაში