ხელვაჩაურში საპროტესტო აქცია გაიმართა

27 სექტემბერი 2017, 00:00 3260 ნახვა

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში. ოპიზრების ქუჩაზე თვითნებურად შესახლებულებმა, გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ,,ოცნების ქალაქში" მცხოვრებლები ბათუმის მერიას მიმართავენ. მათი თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე საწარმოებია, რის გამოც  ტერიტორია დაბინძურებულია. ისინი მოითხოვენ, თვითმმართველობამ  კომპანიის წარმომადგენლებს  დღეში რამდენჯერმე ქუჩის მორწყვა და გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება დაავალოს.

,, აქ ცხოვრება გაუსაძლისია, 500-მდე ბავშვი არის  და მათ არსებობა დაბინძურებულ გარემოში უწევთ. წლებია ასეთ მდგომარეობაში ვართ. ამის გარდა მძიმე ტექნიკა ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობს. აქ კი ყოველდღიურად მცირეწლოვანი ბავშვები დადიან" - ამბობს ერთ-ერთი თვითნებურად შესახლებული  მაია ცეცხლაძე.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. ის მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება როგორც მერიის, ასევე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული საწარმოების წარმომადგენელთა ვალდებულებაა.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზა გადაკეტეს. ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი