ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა

26 სექტემბერი 2017, 00:00 6049 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. რამდენიმე წუთის წინ აეროპოტის გზატკეცილზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულია 4 მოქალაქე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. სამი დაშავებული ბათუმის  რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში. მას  კუდუსუნი ძვლის მოტეხილობა და გულ-მკერდის არეში დაეჟიჟილობა აღენიშნება. დაშავებული მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ის სტაციონარში რჩება და მკურნალობის კურსს აგრძელებს. მეორე პაციენტი კი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ბინაზე გაწერეს.რამდენიმე წუთის წინ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კლინიკაში კიდევ ერთი დაშავებული შეიყვანა. ექიმები ამ წუთებში მას კონსულტაციას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის პორველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი