შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 სექტემბერი 2017, 00:00 2446 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ერთი მესაზღვრის გარდაცვალება დამწვრობამ გამოიწვია. 

''მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შინაგან საქმეტა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება. მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი, უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი