ბათუმი უკრაინელ ტუროპერატორებს მასპინძლობს. ოთხი დღის განმავლობაში ინფოტურის მონაწილეები რეგიონის საზღვაო-სამთო და ეკო შესაძლებლობებს გაეცნობიან. ისინი უკვე გაეცნენ ბათუმში მოქმედ მაღალ და საშუალო ბიუჯეტიან სასტუმროებს, სადაც ტურისტებისთვის მნიშვნელოვან სერვისებსა და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს გაეცნენ. დღეს ქართველი და უკრაინელი ტუროპერატორები ერთმანეთს შეხვდნენ და ერთობლივი ტურპაკეტების შემუიშავებაზე ისაუბრეს.