მედიკოსებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

24 სექტემბერი 2017, 00:00 4272 ნახვა

ბათუმში იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის თანამშრომლებს  ახალშობილის მშობლები უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ჯორბენაძეების ოჯახის ინფორმაციით ბავშვი ამავე დაწესებულების სარეამინაციო განყოფილებაში 17 სექტემბერს  დაიბადა, 19 სექტემბერს კი ბავშვის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ოჯახმა ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ დღეს გაიგო, რის შემდეგაც ბავშვი თბილისში გადაიყვანეს. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ ბავშვის კრიტიკულ განყოფილებაში გადაყვანისას დაფიქსირდა ინფექცია, რის შესახებაც ოჯახის წევრებს დროულად ამცნეს. ახალშობილი მშობლებმა თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს სადაც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი