ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო

23 სექტემბერი 2017, 00:00 6017 ნახვა

ქობულეთში ზღვაში ქალი დაიხრჩო. დაახლოებით 40 წლის ქალის ცხედარი, მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სანაპიროზე დღეს წითელი ალმები იყო აღმართული, ბანაობა კი აკრძალული იყო.

ჩვენი ინფორმაციით, ქალი საღამოს საათებში ზღვაში სწორედ შტორმული მდგომარეობის დროს, მეუღლესთან ერთად შევიდა. მაშველებმა კაცის გადარჩენა მოახერხეს. ისინი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლისმ კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში