წითელი ალმები და საშტორმო მდგომარება

23 სექტემბერი 2017, 00:00 2876 ნახვა

აჭარის აკვატორიაში შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა. ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.
 

სინოპტიკოსების ინფორმაციით ღამით მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით,  საშტორმო ვითარება შავ ზღვაზე ხვალ დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი