100-ზე მეტი მოსწავლე, 100 წელზე მეტი ხნის ხის სახლში – ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაღალ სოფელში ტუნაძეებში მოზარდებს უკვე მესამე წელია განათლების მიღებისთვის შეუსაბამო პირობებში უტარდებათ გაკვეთილები.
სატენდერო პირობების დარღვევის გამო შეჩერებული ახალი სკოლის მშენებლობა განახლდა. სამინისტრო ამჯერადაც ირწმუნება, რომ მოსწავლეებს მომავლიდან ახალ შენობაში გადაიყვანენ.