რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს როლი გლობალური უსაფრთხოების საკითხში – ამ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.
საერთაშორისო ტრიბუნიდან გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილსა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე.