საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

20 სექტემბერი 2017, 00:00 2403 ნახვა

ორგანიზაციას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, შექმნიდან მეშვიდე წელს საქართველო უხელმძღვანელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ “ღია მმართველობის პარტნიორობის” ორგანიზატორი ქვეყნის ფუნქცია, ერთი წლის ვადით ოფიციალურად გადაიბარა. ღონისძიება ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობის გაზრდაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა. მსოფლიო ლიდერების მილოცვები და მხარდაჭერა საქართველოს – ვნახოთ რეპორტაჟში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი