ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მფრინავები უწყებრივი მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამხედრო აეროდრომზე მოწვეული სტუმრებისთვის საავიაციო ტექნიკის გამოფენაც მოეწყო. ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.