მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან ხახაბოს ტყეში. ტყის მასივში ცეცხლი ფიჭვნარს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ღამის განმავლობაში ახალი კერები არ გაღვივებულა. სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და რეინჯერები მუშაობენ . ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებს ახორციელებს.