შუახევში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

14 სექტემბერი 2017, 00:00 4729 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.მათგან სამი სკოლის  ყოფილი  დირექტორია. ისინი ამჯერად  შუბნის, დღვანისადა  უჩამბის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ.შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძეა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ძალოვან უწყებაში მუშაობდა, კანდიდატად დასახელებამდე კი ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო.

სია კი ასე გამოიყურება: დაბა შუახევი - გიორგი დავითაძე, ბარათაული - მურად ქათამაძე, დღვანი - იმედა მუკუტაძე, ზამლეთი -ამირან ბერიძე, ოლადაური - გენადი მიქელაძე, უჩამბა - ჯემალ ივანაძე, შუბანი - ემზარ ჯუმუშაძე, წყალსაყარი - სულიკო ბოლქვაძე, ჭვანა - ზურაბ ვაშაყმაძე.

 წარდგენის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის წევრები  ესწრებოდნენ.  „ქართულ ოცნებას“ ხულოსა და შუახევში მაჟორიტარი დეპუტატობის  ქალი კანდიდატი არ ჰყავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი