შავნაბადას მთაზე ცეცხლის ერთი კერა გაღვივდა

14 სექტემბერი 2017, 00:00 2029 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში შავნაბადას მთაზე ცეცხლის ერთი კერა კვლავ გაღვივდა - ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიაწოდა. მისი თქმით, მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით შავნაბადას მთაზე ამ ეტაპზე ხანძრის კერების მონიტორინგი მიმდინარეობს.

ადგილზე 30-მდე მეხანძრე მაშველი სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მუშაობენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დამატებით ორი ჯგუფი ბათუმიდანაც გაემგზავრა.

ამავე კატეგორიაში