ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა

14 სექტემბერი 2017, 00:00 2280 ნახვა

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO​-ს ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქალაქ  ჩენგდუში გაიმართა. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა.

ცერემონიალს  საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილებს.

ამავე კატეგორიაში