,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო. დღეს 68-ე ოლქის მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი, როინ ზოიძე თამარის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი 50-მდე მოქალაქეს აჭარაში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ პარტიის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ წარუგინა. წინასაარჩენო შეხვედრას პარტიის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ, ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და სპორტული კომპლექსის მშენებლობას დაჰპირდნენ.