ბათუმის 79 -ე ოლქმა ყველა უბნის ხელით გადათვლა დაასრულა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა. ესაა ქართული ოცნება, ძლიერი საქართველო ლელო, გახარია საქართველოსთვის და გირჩი. თუმცა სანამ საბოლოო შედეგებს არ გამოაცხადებს ცესკო უცნობია რამდენი დეპუტატს შეიყვანენ ბარიერ გადალახული პარტიები.
წინასწარი მონაცემებით კი დიდი ალბათობით ოპოზიციური პარტიებიდან თითო წევრს ვიხილავთ ბათუმის საკრებულოში. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის ათივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა მოიპოვა გამარჯვება.
ამ დროისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა 2 საჩივარი დაწერეს, რასაც, ოლქის თავმჯდომარის თქმით, არ ექნება გავლენა შედეგებზე. საერთო ჯამში 4 ოქტომბერს ბათუმში არჩევანი 59 ათას 914 ადამიანმა გააკეთა, რაც ბათუმის საერთო ამომრჩევლების 38,05 პროცენტია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე