ხულოში რეგისტრირებული 6 პარტიიდან 4 პროცენტიანი ბარიერი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და ესენი არიან: ლელო, გახარია საქართველოსთვის და ქართული ოცნება. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ხმათა უმრავლესობა “ ქართული ოცნების კანდიდატმა” ვახტანგ ბერიძემ, მან 86 პროცენტზე მეტი მიიღო,ხოლო რაც შეეხება ლელო გახარიას საერთო კანდიდატს ირაკლი ბოლქვაძეს 10 პროცენტზე მეტი ხმა მიიღო, მას 1 310 მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
სახალხო ხელისუფლება ზია საგინაძე 448 ხმა. ხულოში 13 მაჟორიტარული ოლქია, აქედან ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა. ხოლო რაც შეეხება პროპორციულ სიებს წინასწარი მონაცემებით 13 მანდატი ქართულმა ოცნებამ მიიღო ხოლო თითო მანდატი ლელოსა და გახარიას შეხვდა .
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე