ქედაში მერობის კანდიდატებიდან ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი, მამუკა თურმანიძე, რომელმაც ხმების 91.1% მიიღო ხოლო ლელო ძლიერი საქართველოსა და გახარია საქართველოსთვის საერთო კანდიდატმა რამაზ დავითაძემ 8.89%. რაც შეეხება საკრებულოს, 4% იანი ბარიერი გადალახა ორმა პარტიამ. ქართული ოცნება 86.68%. ხოლო, ლელო ძლიერი საქართველომ ხმების 8,34 % მიიღო. შესაბამისად, 24 კაციან საკრებულოში ერთი წევრი იქნება ლელო ძლიერი საქართველოს დეპუტატი. ხოლო დანარჩენი 23 წევრი ქართული ოცნება. აქედან, 14 პროპორციული და ცხრავე მაჟორიტარი ქართული ოცნებიდან იქნება. ქედაში საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 68% მა დააფიქსირა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე