''ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას'' - საინფორმაციო შეხვედრა

13 სექტემბერი 2017, 00:00 2063 ნახვა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქობულეთში. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები  მოსახლეობას მავნებელთან ბრძოლის საშუალებებზე ესაუბრნენ.

სახელმწიფო პროგრამასთან ერთად საზოგადოება თავად უნდა ჩაერთოს მავნებელთან ბრძოლაში: დაწვან დაცვენილი ფოთლები,  და ჩაერთონ წამლობის პროცესში. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, ფაროსანას და სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად საჭირო პრეპარატების მომარაგებაზე ხელისუფლება იზრუნებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი