ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები

11 სექტემბერი 2017, 00:00 1949 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ  „ქალთა ოთახში“ 2018 წლის პროგრამებისა და პროპრიტებების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრის მიზანი, მუნიციპალიტეტებში აჭარის „ქალთა ოთახების“ საშუალებით  სამინისტროს მიერ მომავალ წელს  დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაა.  მიმდინარე წელთან შედარებით 2018 წლის ბიუჯეტი  მილიონ 136 ათას 95 ლარით იზრდება.

მომავალ წელს სამინისტრო 33 პროგრამას განახორიელებას გეგმავს.  მათ შორის 7 ახალი იქნება. პრიორიტეტად რჩება სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება. მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ონკოლოგიური პათოლოგიის მიმართულებით, დაფარული იქნება გეგმიური ოპერაციების თანხები, ქიმიო და სხივური თერაპია და  რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობა თანაგადახდის პრინციპით დაფინანსდება.  

ამავე კატეგორიაში