აჭარას სამი დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

14 ივნისი 2016, 00:00 4056 ნახვა

აჭარას სამი დღით ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. 24 ივნისიდან გაზის გარეშე ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები დარჩება. შეზღუდვა ქობულეთის შემოვლითი ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპს უკავშირდება. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს. გაზის მიწოდება 27 ივნისს დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. აჭარის მთავრობა და "სოკარ ჯორჯია გაზი" თხოვნით მიმართავს მოსახლეობას დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16-114.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში