ჯილეხის შემთხვევა აჭარაში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალსოფელში კარანტინი გამოაცხადა

07 სექტემბერი 2017, 00:00 7602 ნახვა

კარანტინი ხელვაჩაურში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა ახალსოფელში. დაავადების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 19-20 აგვისტოს ახალსოფლის მცხოვრებმა დაკლა ნათესავის დაავადებული საქონელი, რომელსაც ქოშინი და ჯილეხისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები ჰქონდა.

სააგენტომ სოფელში კარანტინი გამოაცხადა და დაკლული საქონლის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. ბოლო შემთხვევა ახალსოფლის გვერდით მდებარე სოფელში, გონიოში 1943 წელს მოხდა და მას შემდეგ დაავადება არ დაფიქსირებულა. სააგენტო მოსახლეობას საქონლის ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ჯილეხის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, პირველად გუშინ ტვ 25 გაავრცელა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი