რეფინანსირების განაკვეთი არ შეიცვლება

06 სექტემბერი 2017, 00:00 2447 ნახვა

ლარი გაუფასურდა. ერთი დოლარის შეძენა დღეს სავალუტო ჯიხურებში 2 ლარად 49 თეთრადაა შესაძლებლი, გაყიდვა კი 2.46 თეთრია. დღესვე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის მაჩვენებლის დინამიკა  არსებულ პროგნოზებთან შესაბამისობაშია.

არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.  მომავალი წლის დასაწყისში დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, კი სამპროცენტიან მაჩვენებელს მიუახლოვდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 25 ოქტომბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი