შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის ცივი მასები დღის ბოლოდან გავრცელდება. 7 სექტემბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი და ზოგიერთ რაიონში სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდება.
საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები და მეწყერული პროცესები წარმოიქმნება.