6 სექტემბერს, საღამოს მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა

05 სექტემბერი 2017, 00:00 8137 ნახვა

6 სექტემბერს, საღამოს 19-21 საათიდან, ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა

ხვალ, დღის ბოლოს და 7 სექტემბერს, საქართველოში მოსალოდნელია, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ამინდის პირობების მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი ნალექი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 4-იდან 5 ბალამდე შტორმი.

ცივი და ნოტიო ჰაერის მასები 7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყებს შესუსტებას. 8 სექტემბრიდან გამოიდარებს და კვლავ დათბება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი