მეუფე დიმიტრი: ''საქართველოს პატრიარქმა თქვა, რომ გიორგი მამალაძე ამის გამკეთებელი არ იყო''

05 სექტემბერი 2017, 00:00 2593 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი,  ილია მეორე აჭარაში იმყოფება. მეუფე დიმიტრის თქმით, ის რამდენიმე დღის წინ უწმინდესა და უნეტარესს ესაუბრა. „პატრიარქმა გადაჭრით თქვა, რომ გიორგი მამალაძე ამის ჩამდენი დგამკეთებელი არ იყო, ეს ოჯახის წევრებსაც უთხრა, შეხვედრის დროს. თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ უწმინდესთან კონტაქტი არ მქონია“,“ - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებასაც გეგმავს. როდის აპირებს მეუფე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლას დღეს  არ დაუკონკრეტებია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი