შავნაბადის მთაზე ძლიერი ქარის გამო დაკვამლიანება გაიზარდა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2210 ნახვა

ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხულოში ხანძრის კერების არეალი გაფართოვდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება უკვე არსებობს. ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შტაბის შემადგენლობაში არიან: ხულოს საკრებულოს და გამგეობის წევრები, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის ერთ-ერთი კერა, მოიალაღეების საცხოვრებლებისგან, სამ კილომეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის იქ 15 ოჯახი იმყოფება. სამ ლოკაციაზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადები მეტყევეებთან ერთად იმყოფებიან. ტექნიკის შეყვანა რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. ცეცხლის მეოთხე კერა მიუდგომელ ტერიტორიაზეა. ამიტომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა მდგომარეობაა შემთხვევის ადგილას. შავნაბადის მთაზე ამ დროისთვის 120 მეხანძრე მაშველი და ადგილობრივები მუშაობენ.

ამავე კატეგორიაში