ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა

04 სექტემბერი 2017, 00:00 2824 ნახვა

ხულოში შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა. ამ დრომდე 4 ხანძრის კერაა. ხანძრის კერები მიუვალ ადგილზეა, რის გამოც სამაშველო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია 100მდე სახანძრო სამშაველო ბრიგადა და მეტყეევბი.

ხულოს სამაშველო ბრიგადებს ქედისა და შუახევის სამაშველო სამსახურებიც ეხმარებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის ავიაციის გამოყენების საჭიროება არ არის. ბესიკ ბაუჩაძის ცნობით, 2 საათში გადაწყდება ჩაერთვება თუარა საავიაციო ტექნიკა.

ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს გადამღები ჯგუფი სოფო შავაძე და ზვიად აბულაძე გუშინ ღამიდან იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. იქედან გამომდინარე რომ ხანძრის კერა მიუვალ ადგილზეა მათთან კომუნიკაცია ჭირს.

ამავე კატეგორიაში