ქობულეთში ზღვაში დაკარგული მოზარდის ცხედარი მაშველებმა, სამდღიანი უწყვეტი სამძებრო ოპერაციის შემდეგ იპოვეს. სამუშაოებში 45 წყალზე მაშველი და მყვინთავი, ასევე სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. არასრულწლოვანი ქობულეთში ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.
ის, ზღვაში 3 დღის წინ იმ დროს შევიდა, როცა ბანაობა საშტორმო მდგომარეობის გამო აკრძალული იყო. მოზარდის დაკარგვის დღიდან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.