ქობულეთში დაკარგულ მოზარდს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. არასრულწლოვანი ქობულეთში ოჯახის წევრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ის ზღვაში იმ დროს შევიდა, როცა ბანაობა საშტორმო მდგომარეობის გამო აკრძალული იყო. დღეს ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა მოიხსნა და ბანაობა შეზღუდული აღარ არის. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.